როგორია საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო მაჩვენებლებთან შედარებით?

საქართველო EECA რეგიონის ყველა სხვა ქვეყანას ჩამორჩება წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

მეტიც, საქართველო ჩამორჩება OECD-ის ქვეყნების უმრავლესობას.

სწავლის ზოგიერთი შედეგი უფრო თანაბარია საქართველოში, ვიდრე საერთაშორისო მაჩვენებლები

სოციალურ-ეკონომიკურად პრივილეგირებულ მოსწავლეებსა და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს შორის აკადემიურ მოსწრებაში სხვაობა უფრო მცირეა, ვიდრე EECA რეგიონის სხვა ქვეყნებსა და OECD-ის ქვეყნების უმრავლესობაში.

აუცილებელია პოლიტიკა, რომელიც ყველა მოსწავლეს დაეხმარება წარმატების მიღწევაში.

რეგიონში განათლებაზე დანახარჯი დაბალია (საქართველოს მონაცემები მოცემული არ არის).

მეტმა დანახარჯმა შეიძლება ხელი შეუწყოს უკეთეს შედეგებს

საქართველოში განათლების რესურსებით აღჭურვა უფრო უთანასწოროდ ხდება საერთაშორისო ნიშნულებთან შედარებით

სკოლის დირექტორებმა გამოთქვეს მეტი შეშფოთება რესურსების ნაკლებობის გამო:

  • იმ სკოლებში, სადაც მეტია სოციალურად დაუცველი მოსწავლე

  • სოფლად მდებარე სკოლებში

ეს ტენდეციები აგრეთვე სახეზეა EECA რეგიონისა და OECD-ის ქვეყნებში.

მოსწავლეები საქართველოში ნაკლებ დროს ატარებენ საკლასო ოთახში, ვიდრე მოსწავლეები სხვა ქვეყნებში

მოსწავლეები დაახლოებით ორი საათით ნაკლებ დროს ატარებენ კვირაში საკლასო ოთახში, ვიდრე მოსწავლეები OECD-ის ქვეყნებში.

საკლასო ოთახში მეტი დროის გატარება შეიძლება უკავშირდებოდეს უფრო მაღალ აკადემიურ მოსწრებას.

მოსწავლეები საქართველოში უფრო მაღალი ალბათობით აცდენენ სკოლას, ვიდრე მოსწავლეები სხვა ქვეყნებში

მოსწავლეების 80%-მა გააცდინა გაკვეთილი ან სკოლა გასული ორი კვირის განმავლობაში.

სკოლის გაცდენა უკავშირდება უფრო დაბალ აკადემიურ მოსწრებას და შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მაღალი რისკის შემცველი ქცევა, როგორიცაა სკოლის მიტოვება.

სწავლების პრაქტიკები საქართველოში განსხვავებულია სხვა ქვეყნების მაჩვენებლებისაგან

OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით:

  • საქართველოში მასწავლებლები იყენებენ სწავლების უფრო მასწავლებლის მიერ მართულ მეთოდებს (მაგ. ლექციის ჩატარება კლასისთვის)

  • და ნაკლებად ადაპტაციურ მეთოდებს, რომლებიც ყურადღებას მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებზე ამახვილებენ.

საქართველოში მასწავლებლების მიერ ხშირად გამოყენებული პრაქტიკები უკავშირდება წიგნიერებაში უფრო დაბალ ქულებს

როგორც წესი, მეტი მასწავლებლის მიერ მართული სწავლება უკავშირდება უფრო დაბალ მოსწრებას წიგნიერებაში, ხოლო მეტი ადაპტაციური სწავლება, ზოგადად, უკავშირდება უფრო მაღალ მოსწრებას წიგნიერებაში.

საქართველოში მასწავლებლები უფრო მაღალი ალბათობით ახორციელებენ ისეთ ქცევას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მოსწავლის სწავლას, ვიდრე OECD-ის ქვეყნებში

მასწავლებლები უფრო მაღალი ალბათობით:

  • არ არიან სათანადოდ მომზადებული გაკვეთილისთვის

  • აცდენენ

  • არ აკმაყოფილებენ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს

საქართველოში უფრო ნაკლები მასწავლებელი მონაწილეობს პროფესიულ განვითარებაში, ვიდრე სხვა ქვეყნებში

პროფესიული განვითარება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს იმისთვის, რომ მასწავლებლებს დაეხმაროს უწყვეტ გაუმჯობესებაში, თუმცა საქართველოში უაკანსკნელი სამი თვის განმავლობაში, მასში მასწავლებლების მხოლოდ 37% მონაწილეობდა.